ადმინისტრაციის წესები
ადმინისტრაციის წესები
ბოლო ცვლილებები: 6 ოქტომბერი 2021, 17:04

ადმინები ვალდებულია გაუფრთხილდეს საიტის ინტერესებდა და დაიცვას საიტის წესები, როგორც რიგითმა მომხმარებელმა



მომხმარებლის გაფრთხილებისას და ბლოკის დადებისას, ვალდებულია იყოს სამართლიანი, გამოიჩინოს ობიექტურობა, ამავე ქმედებისას არ იყოს შეურამწყოფელი და ცინიკური, თავისი უფლება-მოვალეობა შეასრულოს კეთილსინდისიერად.



საიტის წესების საწინააღმდეგო ქმედების შემჩნევისას, შეასრულოს შესაბამისი ქმედება, საიტის წესების და მისი უფლება-მოვალეობის ფარგლებში.



ეკრძალება რომელიმე მომხმარებლის გამორჩევა დასჯის ან დაცვლის მიზნით, თუ ეს ეწინააღმდეგება საიტის წესებს და კეთილსინდისიერების პრინციპს.



ახალი დარეგისტრირებული მომხმარებელს, საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს შესაბამისი რეკომენდაცია.



არ შეიძლება, ერთიდაიგივე სახის დარღვევისთვის, სხვადასხვა მომხამრებელი დაისაჯოს სხვადასხვაგვარად, ანუ დაცული უნდა იყოს წესების წინაშე თანასწორობა.



დაემორჩილოს სამომხმარებლო, ადმინისტრაციის და ზოგად წესებს;

დაემორჩილოს და არ შეეწინააღმდეგოს საიტის მფლობელს;

იყოს ადეკვატურად მკაცრი და ლმობიერი ამავდროულად სამართლიანი. არ მიემხროს
დაპირისპირებული მხარეებიდან რომელიმეს პირადი სიმპათიის გამო ან არ დაუპირისპირდეს ანტიპატიის გამო;

დაიცვას საიტზე წესრიგი, აღმოფხვრას და შესაბამისად იმოქმედოს დარღვევაზე;

მოაგვაროს მომხმარებელთა შორის წამოჭრილი კონფლიქტები და არ შეუწყოს ხელი მის გაღრმავებას;

უპასუხოს მომხმარებლებს (განსაკუთრებით ახალს) საიტთან დაკავშირებულ კითხვებზე და გაარკვიოს საიტის ფუნქციებში;

არ შევიდეს კონფლიქტში ადმინისტრაციის სხვა წევრებთან, ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა მათთან;

არ დაემუქროს მომხმარებლებს და არ გამოიყენოს სტატუსი როგორც პრივილეგია. ადმინობა მოვალეობაა და არა პრივილეგია!

არ გამოიყენოს სტატუსი პირადი მიზნებისთვის;

მოახსენოს საიტის მფლობელს ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა სახის დარღვევების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

მისცეს პირადი შენიშვნები და რეკომენდაციები სხვა ადმინისტრატორს მხოლოდ პირად ფოსტაში ან პარლამენტში;

უზრუნველყოს მომხმარებელთა ფოტოების და რეგისტრაციის მოდერაცია;

აკრძალულია უცენზურო, რეკლამის, შეურაწყოფის ან კანონსაწინააღმდეგო შინაარსის მქონე მეტსახელის მოდერაცია. ასევე იკრძალება ამავე შინაარსის მქონე ფოტოების მოდერაცია;


ადმინისტრატორს ეკრძალება კონკურენტ საიტზე მსგავსი ან რაიმე სახის ანალოგიური სტატუსის ფლობა;

დაიცვას პარლამენტში განხილული თემების ან ადმინისტრაციის შიდა საკითხების კონფიდენციალობა;

დაბლოკოს რეკლამის შემცველი სტატუსის, ფოტოს, მეტსახელის ან სხვა სახის მქონე ნებისმიერი მომხმარებელი. ადმინისტრაციაში ასეთი მომხმარებლის არსებობის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია საიტის მფლობელს ამის შესახებ;

დაასუფთაოს ჭორბიურო 300 გზავნილის დაგროვების შემდეგ და უზრუნველყოს წესრიგი ჭორბიუროში;

სასტიკად ეკრძალება ადმინს გააქტიუროს შემდეგი ნიკები: უცენზურო და . Amini,moder,sex,dffsgfg, მსგავსი ნიკები, ნიკის გააქტიურების მოდერატორი ჩამოერთმევა თანამდებობა

აღნიშნული და სხვა ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ ადმინისტრატორს ჩამოერთმევა სტატუსი!!!
უკან

ამ გვერდის გაზიარება
რეკლამა

LoVeS.Ge გაცნობის საიტი
გაცნობის საიტი,გაიცანი და იმეგობრე ჩვენს პარტნიორ საიტზე