ფრანგულმა „პსჟ“-მ „მანჩესტერ სიტი“ პირველად დაამარცხა
ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში მერვე წუთზე იდრის გუიემ გახსნა, ხოლო მეორე ბურთი 74-ე წუთზე ლიონელ მესიმ გაიტანა.
ეს გოლი „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში არგენტინელი ფორვარდისთვის პირველია.
ამ დრომდე გუნდებმა 5 შეხვედრა გამართეს. სამჯერ „მანჩესტერ სიტიმ“ გაიმარჯვა, ხოლო ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა.