ჩანაწერი - რომის პაპი: დაყარეთ იარაღი, დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი

რომის პაპი: დაყარეთ იარაღი, დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი




რომის პაპმა უკრაინაში სააღდგომო ზავისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პაპმა ფრანცისკემ განცხადება ვატიკანში, წინასააღდგომო დღესასწაულის, პალმის კვირისადმი მიძღვნილ წირვაზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ზავს მოლაპარაკებები და მშვიდობა უნდა მოჰყვეს.

„დაყარეთ იარაღი. დაე დაიწყოს სააღდგომო ზავი. მაგრამ არა იმისთვის რომ ხელახლა აიღოთ ხელში იარაღი და ბრძოლა განაგრძოთ. არა. ზავით მშვიდობას უნდა მიაღწიოთ ნამდვილი მოლაპარაკების მეშვეობით“, - განაცხადა პონტიფექსმა.


პოლიტიკა
კომენტარები 0
ჯერ არ არის კომენტარები
უკაცრავად, კომენტარს ვერ გააკეთებთ
ყველა ჩანაწერებში გადასვლა

ამ გვერდის გაზიარება
რეკლამა

Xlov.ge
გაცნობის N1 საიტი